ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში 199 ისრაელელია მძევლად აყვანილი. აქამდე ცნობილი იყო დაახლოებით 155 მძევალზე. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ 199-ვე მძევლის ოჯახი ინფორმირებულია. მისივე თქმით, სამხედროებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია “ჰამასის” მიერ ღაზის სექტორში მძევლების ადგილსამყოფელის შესახებ.
- “ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ სად არიან მძევლები ღაზაში და გვაქვს ასეთი ინფორმაცია. ჩვენ არ განვახორციელებთ თავდასხმას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ხალხს”, – თქვა მან პრესკონფერენციაზე.