ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა ისროლა

ისრაელის პრემიერმინისტრის სპიკერის, ოფირ გენდელმანის ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა ისროლა.

მისივე თქმით, სრედოტში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 წლის ბავშვი მძიმედ დაიჭრა, დაშავდა კიდევ 5 ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათმა სამხედრო ძალებმა ისლამისტური დაჯგუფება ჰამასის 6 ლიდერი მოკლეს, მათ შორის, სამხედრო აღჭურვილობის, უსაფრთხოების განყოფილების და ტექნიკური ინჟინერიის ხელმძღვანელი პირები. მედიის ინფორმაციით, ისრაელის მხარეს შეტაკებებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, პალესტინაში კი დაახლოებით 53 ადამიანი. ცეცხლი 3 დღეა არ წყდება.