„ძნელია დემოკრატიების ომებში ჩართვა, მაგრამ როგორც კი ომში ვართ, ბევრად ძლიერები ვართ, რადგან ვიბრძვით ჩვენი ღირებულებების დასაცავად.[…]პირველ სახლში ხანძრის დროს საჭიროა მისი შეჩერება, რათა არ გავრცელდეს სოფელსა და ეკლესიაში. ისრაელი პირველ სახლს ჰგავს. ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი სამყაროს ფრონტზე ტერორიზმის წინააღმდეგ.[…]„ჰამასის“ პროპაგანდა გავლენას ახდენს უნივერსიტეტებსა და საპროტესტო აქციებზე და მიედინება ფული იმაში, რაც ააქტიურებს ტერორისტულ ქსელებს მთელს მსოფლიოში“
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა 7 ოქტომბერზე ისრაელის საპასუხო ნაბიჯი არასათანადოდ შეაფასა. მისი თქმით, ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ომში ქვეყნის ღირებულებების დასაცავად იბრძვის.