თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს მორიგი ტყუილი და ბლეფია.
“არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში. ეს არის მორიგი ტყუილი, მორიგი ბლეფი. არანაირი პრობლემა არ არის და მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც ჩაიდინა წლების განმავლობაში. ჰამოვიდეს, რა ვქნა”, — განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ საქართველოში ბრუნდება.
მის განცხადებას გამოეხმაურა ქართული ოცნება. მმართველმა პარტიამ ფეისბზე სააკაშვილის ვიდეო შემდეგი აღწერით გააზიარა: “miha hamodiii”.