“ბატონი კარლ ჰარცელისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, აზრს უბრალოდ კი არა, კატეგორიულად არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ეს არ იყო სწორი განცხადება. იმიტომ რომ, ეს არ იყო სწორი განცხადება. არც ბატონმა კარლმა ამ შემთხვევაში არ იმსჯელა იმ ობიექტური კრიტერიუმებით და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაზე. ჰარცელმა დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტაზე თქვა, რომ “შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა“. მანვე კიდევ ერთხელ შეაფასა ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და განაცხადა, რომ კვლავ ვერ ხედავს ამ სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის ობიექტურ მიზეზებს.