ჰარცელი: პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს გიწვევთ შეთანხმების ხელმოსაწერად

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის ყველა არჩეულს წევრს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოსაწერად იწვევს.

“საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს: თქვენ მოწვეულნი ხართ ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად, ხვალ (სამშაბათს) დილის 9:00 საათიდან. დიდი მადლობა!”, – წერს ელჩი ტვიტერზე.

ცნობისთვის, გუშინ ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. მას ინდივიდუალურად ხელი მოაწერა სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.