“მათ [პოლიციელებმა] ჩვენზე კარგად იციან, რომ საკუთარი თავი დაასრულეს, მათ ჰგონიათ, რომ ამ პროცესებზე გვასამართლებენ, მაგრამ საკუთარი თავისთვის გამოაქვთ განაჩენი…
წულუკიანები ჩვენ განაჩენს ვერ გამოგვიტანენ…
თუ ამის უფლება მაქვს, ბრძოლისკენ მოგიწოდებთ მზია ამაღლობელის სიტყვებით, “იბრძოლეთ სანამ გვიანი არაა”. თუ დააგვიანებთ შედეგი იქნება დრამატული და რთულად გამოსასწორებელი. ციხით გვაშინებენ, მაგრამ მე გეტყვით, რომ ციხე არაა საშიში. უბრალოდ ჩემი ბრძოლა ამ 20 კვადრატულ მეტრში ვერ ეტევა და ეგაა ჩემი დისკომფორტი. ჩემს თავისუფლებას ვერავინ შემიზღუდავს…
ყველაფერი იწყება ყალბი პატაკით… ფიზიკური ძალადობის ფონზე ჯიბეში “ჩამიდეს” ნარკოტიკი, ამას ესწრებოდა სამმართველოს უფროსი… აღნიშნულ მაღალჩინოსანს კონტაქტი ჰქონდა კიდევ ერთ მაღალჩინოსანთან, ლევან მაისურაძესთან. ჩხრეკისას უკანონოდ მოიპოვეს ჩემი ნერწყვის ნიმუში, რაც ნარკოტიკების შესაფუთ მასალაზე გადაიტანეს. მათ ევალებოდათ ჩხრეკის გადაღება და ნეიტრალური მოწმის მოყვანა, რაც არ გააკეთეს…. რაც ეს ნაგავი ამოიღეს, არც მანქანა გაუჩხრეკავთ, არც სარდაფი… პოლიციელი ვერც ჩემს სახლს, სადარბაზოს, ვერ აღწერდა….
ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკების აქტიური შემძენ-მომხმარებელი ვარ, მე შევთავაზე ფრჩხილის და თმის ტესტი, ვერანაირ მოხმარებას ვერ დამიდასტურებდნენ, რადგან სუფთა ვარ.
მკვლელმა პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა და მკვლელმა ლელა მარიდაშვილმა ყველანაირი საფუძვლის გარეშე, დედას ერთადერთი მომვლელი მოწყვიტეს”
განაცხადა პროცესზე, პოლიტპატიმარმა გიორგი ახობაძემ.
უკანონოდ დაკავებული გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი ორშაბათს, 28 ივლისს გამოაცხადებს.