ჰელსინკის კომისია საქართველოს მთავრობას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომისიის ლიდერები: ალსი ჰასტინგი (წარმომადგენლობითი პალატა), სენატორ როჯერ ვიკერი, ჯო უილსონი (წარმომადგენლობითი პალატა) და სენატორი ბენ კარდინიმ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავიასუფლოს ენმ-ს ლიდერი, ნიკა მელია. განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ ოპოზიციური პარტიის ოფისზე შეტევა და ოპოზიციური ლიდერის დაკავება, დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება.

“როგორც ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის” მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემის ერთგულება აქვს გაცხადებული

მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში აგრესიის ნაცვლად“, – აცხადებენ კომისიის წამყვანი კანონმდებლები.