„ჰესები ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა“ – გიგა ბოკერია ნამახვანჰესზე

„ჰესები ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა“ – ასე ეხმაურება, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია, ნამახვანჰესის მშენებლობას. ამის შესახებ, გიგა ბოკერია,  „გირჩი ტვ-სთან“ ინტერვიუში საუბრობს.

„როცა ვლაპარაკობთ, რომ გვინდა, ეკონომიკა განვითარდეს, ამხელა სიღარიბეა და ეკონომიკური სტაგნაცია იყო კოვიდამდეც. გვინდა, რომ ელექტროენერგია არ იყოს ძალიან ძვირი, მაგრამ, ამავდროულად, არ გვინდა დიდი ჰესები, არ გვინდა ატომური სადგურები, არ გვინდა რუსეთზე დამოკიდებულება, მაგრამ გვინდა იაფი დენი – ასე ვერ ხდება. ცნობილია, რომ ყველა სხვასთან შედარებით, ჩემი შეზღუდული ცოდნით, ჰესები ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა“, – ამბობს გიგა ბოკერია.

ნგრევის შემთხვევაში ქუთაისში ტალღა შეიძლება 30 მეტრს აცდეს – გეოლოგი ლაშა სუხიშვილი ნამახვანჰესის საფრთხეებზე საუბრობს