“ჯერ კიდევ ვიკვლევთ რა მოხდა. უკრაინელებთან კონტაქტი ნამდვილად გვაქვს. ზიანი და განადგურება, რასაც ვხედავთ, გულდასაწყვეტია. ჩვენ ნამდვილად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უკრაინელ ხალხს დავეხმაროთ.

თუმცა, ამას აღვნიშნავ, რაც გუშინაც ვთქვი – პირველ რიგში, რუსეთს იქ არაფერი ესაქმება. იცით, ეს კაშხალი რუსეთის კონტროლქვეშ იყო და ისინი არიან პასუხისმგებლები ამ ომის შედეგად გამოწვეულ ნგრევაზე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ასეთ მძიმე დროს უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ”.

აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი, კარინ ჟან-პიერი და აღნიშნავს, რომ  აშშ განაგრძობს კახოვკის კაშხლის ნგრევის გამომწვევი მიზეზების კვლევას.