ჰიტლერი და სტალინი გაერთიანებულია ერთ პიროვნებაში, რომელსაც ჰქვია პუტინი – რასა იუკნევიჩიანე

“ძვირფასო საქართველო, ჩემო საყვარელო საქართველო. ჩვენ აქ მშვიდობისთვის ვართ, თავისუფლებისა დემოკრატიისთვის შეკრებილი. სასტიკი ომი დაბრუნება ევროპის კონტინენტის მიწაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელს ევროპას – ჰიტლერი და სტალინი გაერთიანებულია ერთ პიროვნებაში, რომელსაც ჰქვია პუტინი” –  ამ სიტყვებით მიმართა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ საქართველოს მოქალაქეებს.

”ძვირფასო საქართველო, ჩემო საყვარელო საქართველო. ჩვენ აქ მშვიდობისთვის ვართ, თავისუფლებისა დემოკრატიისთვის შეკრებილი. სასტიკი ომი დაბრუნება ევროპის კონტინენტის მიწაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელს ევროპას. ემუქრება ევროპის კონტინეტის დიდ ნაწილს. ეს არის ჰიტლერი და სტალინი გაერთიანებული ერთ პიროვნებაში, რომელსაც ჰქვია პუტინი. მე მსურს ბოდიში მოვიხადო იმისათვის, რომ ჩემი ხმა მეტისმეტად სუსტი იყო იმაში, რომ დამერწმუნებინა ჩემი მეგობრები და მოკავშრეები, რომლებიც დასავლეთში იყვნენ, ეს საშინელება საფრთხეს წარმოადგენდა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მის მიღმაც. მე ვერ შევძელი ეს დროულად გამეკეთებინა.

საქართველოს ხალხი მხარს უჭერს უკრაინელებს. ეს მხარდაჭერა არის მათი მომავლის, განვითარების მხარდაჭერაც.  ეს არის რუსეთის დასასრულის დასაწყისი. მე ვერ გეტყვით როდის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მალე იქნება. მე ვიცი, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია რომ ეს დასასრული დავაჩქაროთ.

მე მინდა მივმართო რუსებს: თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ კრიმინალი პუტინის დაწყებული ომი. მე მესმის, რომ თქვენგანი მოწამლულია ტყუილით, ზოგი ციხეშიც კი მოხვდა. მაგრამ უკრიანაში ხალხი იხოცება. შემოგვიერთდით – უკრაინა თქვენთვისაც, თავისუფალი რუსეთისთვისაც იღუპებიან.

აუცილებელია იმ სამხედრო პირის იზოლირება, რომელსაც ხელში ატომური იარაღის ღილაკი აქვს. საქართველო, მოლდოვა, უკრაინა – ეს ევროპული ქვეყნებია. იქ ცხოვრობენ ისეთივე ადამიანები, როგორც უკრაინაში. უკრაინამ უკვე გაიღო სისხლი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მე ვეცდები  ხელი შევუწყო იმ პროცესების განვითარებას, რომელიც ხელი შეუწყობს ჩვენს ერთ ოჯახში დაბრუნებას. დიდება უკრაინას.”