ბელგიაში მცხოვრები ენრი კიჩკა უკანასკნელი ცოცხალი ადამიანი იყო, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა. ის, 94 წლის ასაკში, კორონავირუსმა იმსხვერპლა.
ჰენრი კიჩკა 1926 წელს ბრიუსელში დაიბადა. მისი მშობლები საცხოვრებლად ბელგიაში გადავიდნენ, ანტისემიტიზმს რომ გაქცეოდნენ.
როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ ბელგია დაიპყრო, მათ თავშესაფარი არსად ჰქონდათ, და ძალიან მალე 1942 წელს ტყვედ ჩავარდნენ. ცოტახნის შემდეგ კი ჰენრი კიჩკას ოჯახის წევრები საკონცენტრაციო ბანაკებში, გაზის კამერაში დახოცეს. თუმცა ჰენრიმ თავის დაღწევა მაინც შეძლო და ბანაკიდან გამოიქცა. ის წარსულის შესახებ არასდროს საუბრობდა.