15-20 მაისს თბილისში, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს და ამბობს, რომ ნებისმიერი ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეების უსაფრთხოებას, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
“პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს. სამინისტრო დაიცავს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური შეხედულებებისა და კანონით გარანტირებულ სხვა უფლებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.