შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს.

“თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. მე პირადად, ამაში დარწმუნებული ვარ. თეთრი სახლი, მაგალითად, აღარ არის წინააღმდეგი, რომ უკრაინის არმიამ ყირიმში, რუსეთის ობიექტების წინააღმდეგ დარტყმები განახორციელოს”, – აცხადებს გენერალი.