”მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება კანონის გამოხმობის თაობაზე. ამას ჰქონდა ერთი მთავარი მიზეზი – ეს არის ის, რომ ჩვენ გავუფრთხილდით ადამიანებს. ერთი ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობაც რომ ყოფილიყო რისკის ქვეშ მომდევნო დღეების განმავლობაში, ეს ნამდვილად არ გვიღირდა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ეს არის ჰუმანური განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. ჩვენ შეგვეძლო, რა თქმა უნდა, გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ამ ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში, მათ შორის, საზოგადოების აღქმებსაც. ეს აღქმა, შესაძლოა, არ იყო შესაბამისობაში რეალობასთან, სინამდვილესთან, მაგრამ როცა გარკვეული აღქმა ყალიბდება, მას უკვე შეიძლება გაუწიო ანგარიში. ”

აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსული კანონის გაწვევაზე.