“არანაირი 0%-იანი ბარიერი არ იქნება. ეს ცხადია. ერთადერთი, რაც ამ ბრიფინგის შინაარსი შეიძლება იყოს და რაც ამას შეიძლება მოყვეს, არის ის, რომ ვიღაცებმა შეიძლება, გაიპრავონ საკუთარი პარლამენტში შესვლა. მე მანდატზე უარზე მაქვს ნათქვამი, როცა დავწერე განცხადება. ამ საკითხს უკან აღარ ვუბრუნდები”,– ამბობს ჯაფარიძე ფორმულასთან საუბრისას.
ცნობისთვის, გუშინ ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მზად არიან განიხილონ გირჩის პირობა 0%–იან ბარიერთან დაკავშირებით.
გირჩი მზადაა, პარლამენტში შევიდეს, თუ ხელისუფლება მათ ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.