საქართველოს პრემიერმინისტრი: “ვერ გამაგდებ, ჩემით მივდივარ!” – ასე ეხმაურება Twitter-ზე აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ევროკავშირის ფინანსურ დახმარებასთანდ დაკავშირებით.
ცნობისთვის აღნიშნულ გადაწყვეტილებას გუშინ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ვერ იტყვის უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა, რადგან მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო სისტემა და ა.შ.