1 გარდაცვლილი და 2 დაშავებული – ბათუმში საცხოვრებელი ჩამოინგრა

1 გარდაცვლილი და 2 დაშავებული – ბათუმში საცხოვრებელი ჩამოინგრა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე არსებული სახლის ნგრევის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ჩამონგრეული იყო მშენებარე კერძო საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მომდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები.

მისამართზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ სახლში, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყვნენ მუშები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ოპერატიულად დაიწყო მოქალაქეების საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაცვლილი, ხოლო ორი დაშავებული იყო.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაეწევათ შესაბამისი დახმარება.
ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე სულ მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 30 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.”- ნათქვამია განცხადებაში.

ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს – არჩილ თალაკვაძე

"ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ თამარ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს"-  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ...

“ მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!“–მელიას წერილი ციხიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე

შარლ მიშელის დოკუმენტის ბოლო ვერსიას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს,...

კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ – კელი დეგნანი

კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ - განაცხადა, ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ...

ხელისუფლების პასუხი შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტზე

მმართველი პარტია, მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებული ახალი...

“ოცნების” დეპუტატებს ყავაზე დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, მათ ბავშვებსაც გავიცნობთ – მეგრელიშვილი

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ იმისათვის,რომ მმართველი პარტიის წევრებთან "ადამიანური" ურთიერთობა...

პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება – მეგრელიშვილი

„საქართველოს პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება“- ამის შესახებ, პარტია "გირჩის" ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისი...

ყავლგასული ბოიკოტით არ გვიწვალებია საქართველო, პარლამენტში ჩავხედავთ თვალებში! – ალეკო ელისაშვილი

"ყავლგასული ბოიკოტით არ გვიწვალებია საქართველო, პარლამენტში ჩავხედავთ თვალებში! "- ასე ეხმაურება, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი,...

რატომ 43% და არა 50%? – მიხეილ სააკაშვილი მიშელის დოკუმენტზე

"რატომ 43% და არა 50%?"- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის გაუგებარია დასავლელი პარტნიორების მიერ...

სხვა სიახლეები

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის. 35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა...

ჯანმრთელობა

რატომ არ უნდა გეშინოდეთ კორონავირუსის, როცა გაციებული ხართ

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში – ცხვირში, ყელში და ფილტვებში არსებული უჯრედები სახლებია. როგორც კი ვირუსი ამ სახლების შიგნით ხვდება, მას შეუძლია კარი ღია დატოვოს...

შოუ ბიზნესი

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის. 35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა...

ვიდეო