1 ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, 11 პაციენტი – საყურადღებო – სოლოღაშვილი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო 11 პაციენტის მდგომარეობა – საყურადღებო.

,,ერთი პაციენტი არის მძიმე და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. არის ახალგაზრდა მამაკაცი, მაგრამ სტაბილურად მძიმეა. 11 პაციენტი არის საყურადღებო, აქედან 3 არის ასაკობრივი მაღალი რისკის ჯგუფით. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,” – თქვა სოლოღაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ბოლნისიდან და შინდისიდან 4 პაციენტი შეიყვანეს.

,,ბოქსირებულ სექტორში არის 65 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 54. დაემატა 7 პაციენტი, აქედან 4 არის გადმოყვანილი ბოლნისიდან და შინდისიდან, 3 პაციენტის დიაგნოზი კი დადასტურდა ჩვენს კლინიკაში. გუშინ ორი გამოჯანმრთელდა და გაეწერა”,- განაცახადა მაკა სოლოღაშვილმა.

ამ დროისთვის ქვეყანაშო კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 156 გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა.