ორთაჭალაში, “ნიუ ჰოსპიტალისის” ეზოში სატვირთო ამობრუნდა და მსუბუქი მანქანები მოიყოლა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი ხოლო 1 გარდაიცვალა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ 1 პაციენტი კლინიკაში ტრავმული შოკით არის გადაყვანილი.
“ 3 ადამიანი „ნიუ ჰოსპიტალსის“ მედპერსონალმა გადაიყვანა კლინიკაში, 1 გარდაცვლილია. 1 პაციენტი ტრავმული შოკით არის გადაყვანილი“, – აღნიშნავენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.