1 დეკემბრამდე გრიპზე ვაქცინაცია უფასო იქნება

ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, ყველა მსურველისთვის 1 დეკემბრამდე იქნება უფასო. ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.

შესაბამის ინფორმაციას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ავრცელებს.

მან ასევე აღნიშნა,რომ “ვირუსები, რომლებიც ქვეყანაში ახლა ცირკულირებს, არის ვირუსები, რომლებიც ყოველთვის ცირკულირებდა.

“კოვიდის პანდემიის დროს პირბადის გამოყენებამ და იმ ზოგადი დისტანცირების, ჰიგიენის წესების გაძლიერებამ შეაფერხა სხვა რესპირაციული ვირუსების გავრცელება, რაც გასაკვირი არ არის.

ახლა დავუბრუნდით ჩვეულ, ბუნებრივ ცირკულაციას და სეზონურობას, რაც ხასიათდება გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსების გავრცელების პერიოდში. ახლა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც მოსალოდნელიც იყო, ვირუსების ამ ტიპის გავრცელება.

თავად ვირუსებზე, რომელიც ცირკულირებს ჩვენ დაავადება კონტროლის ცენტრის საშუალებით ვახორციელებთ მეთვალყურეობას. ამას ჰქვია საყრდენი ბაზა, სადაც დგინდება რა ტიპის ვირუსია ცირკულაციაში. ვირუსები, რომლებიც ახლა არის ცირკულაციაში, არის ვირუსები, რომლებიც სულ ცირკულირებდა. ახალი და განსაკუთრებული აქ არაფერი არ არის.”-ამბობს გაბუნია.