1 იანვრიდან ხორვატია ევროზონისა და შენგენის ზონის წევრი გახდა

ხორვატია  2023 წლის 1 იანვარს შენგენის ზონაში შევიდა და ღია საზღვრების გაერთიანების 27-ე ქვეყანა გახდა.

ახალი წლის ღამეს ხორვატია თავის ვალუტას – კუნასაც დაემშვიდობა და ევროზონის მე-20 წევრი გახდა.

ხორვატია ევროკავშირის წევრი ჯერ კიდევ 2013 წელს გახდა. თუმცა, ქვეყანას 10 წელი დასჭირდა შენგენში შესვლისა და ევროზე გადასვლისთვის.