”2023 წელს ჩვენ სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული. მათ შორის, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გაეზრდებათ. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 2 წლის წინ, თუ არ ვცდები, ბავშვების დახმარება თითო ბავშვზე 50 ლარი იყო. გაისად, 2023 წლის 1 ივლისიდან კი ეს თანხა 200 ლარი გახდება. ანუ, თითო ბავშვზე დახმარების სახით 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია. ამაში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება.”
განაცხადა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.