1-ლი ივნისიდან გაიხსნება ყველა ტიპის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც, აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა განმარტა ისიც, რომ 1-ელი ივნისიდან გაიხსნება ღია ბაზრობები და ღია რესტორნები.
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო.
იმავდროულად ყველა ზემოთხსენებულ დაწესებულებაში თუ სატრანსპორტო საშუალებაში სავალდებულო ხდება პირბადის ტარება.