ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტები პირველი თებერვლიდან მუშაობას ვერ აღადგენენ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციების, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სათხილამურო კურორტებზე ბევრი დამსვენებლის ერთდროულად ჩასვლა და კონცენტრირება არის სწორედ ის ყველაზე მაღალი საფრთხე, რაც კურორტებზე იწვევს ინფიცირების მაჩვენებლის ძალიან სწრაფ ზრდას. სწორედ ეს არის მიზეზი არამხოლოდ საქართველოში, ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, იმ ქვეყნებში სადაც სათხილამურო ტურიზმი მათი ეკონომიკის და ტურიზმის წამყვანი დარგია, სათხილამურო კურორტი რომ არ ფუნქციონირებს.
ასეთივე რისკები გვაქვს საქართველოში. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტები პირველი თებერვლიდან მუშაობას ვერ აღადგენენ,”- განაცხადა ცქიტიშვილმა.