1-ლი ოქტომბრიდან WizzAir-ი ქუთაისი-რიგის რეისებს აღადგენს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.მისი თქმით, თავდაპირველად რეისი კვირაში ერთხელ შესრულდება.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ უფრო სწრაფად დაიწყოს აღდგენა და გამოცოცხლება. ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისა, რომ ჩვენ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად”, – თქვა გახარიამ.