საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, 1 ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეთა ნაწილი სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებს.
გადაწყვეტილება ეხება ოთხ ქალაქს – თბილისს, ქუთაისს, რუსთავს და ზუგდიდს.
“ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1 ოქტომბრიდან, 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ფიზიკურად საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას.
ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავს და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთს და გორს, 1 ოქტომბრიდან ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში.
იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და 1 ოქტომბრიდან გრძელდება სწავლა, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, არცევანი გააკეთონ და აირჩიონ დისტანციური მოდელი.
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, დისტანციურად გაგრძელდება სწავლა.” – თქვა მეზვრიშვილმა.