მხოლოდ 1 საათი გავიდა და 20 000 ლარი უკვე შეგროვებულია – #სირცხვილია

მოძრაობა სირცხვილია ამბობს, რომ 1 საათში ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოსთვის უკვე 20 ათასი ლარი შეგროვდა.

“შესაგროვებელი დაგვრჩა 20 000 ლარიც!
მიმღები: ააიპ მოძრაობა სირცხვილია
TBC: #GE27TB7589236070100003
BOG: #GE44BG0000000162241054
დანიშნულება: კარტოგრაფებისთვის”,– წერს სირცხვილია.

დღეს მელაშვილი და ილიჩოვა სასამართლომ 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გარდა ამისა, სასამართლომ ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა.