1 194 ახალი შემთხვევიდან 425 თბილისში დადასტურდა, 372 – იმერეთში

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან 425 თბილისში დადასტურდა, 372 იმერეთში.

193 აჭარაში გამოვლინდა, 64 შიდა ქართლში, 53 ქვემო ქართლში, 27 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 21 გურიაში, 18 მცხეთა-მთიანეთში, 9 რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ასევე 9 სამცხე-ჯავახეთში და 3 კახეთში.

მთავრობუს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 341 პაციენტის მდგომაროება მძიმეა, მათგან 75 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.