დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება მიზანშეწონილი არ არის, თუმცა 1-2 ჭიქის დალევა პრობლემა არ არის.
”ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება მიზანშეწონილი არასდროს არის. მით უმეტეს, აცრის დროს დიდი რაოდენობით დალევა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან იმუნური სისტემის პასუხს ვირუსზე ხელს უშლის. მაგრამ 1-2 ჭიქა ალკოჰოლის მიღება არც აცრამდე, არც აცრის შემდეგ პრობლემა არ არის. ყველამ თავისი ზომა იცის. შეიძლება ზოგისთვის 1-2 ჭიქაც ბევრი იყოს, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვის 1 ჭიქა ალკოჰოლის დალევა ნამდვილად არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას. ”- განაცხადა იმნაძემ.