1-4 მარტს იუსტიციას ბიზნესის რეგისტრაციის მიზნით 201-მა რუსმა მიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეები სანქციების ფონზე ქვეყნიდან გარბიან, მათი ნაწილი საქართველოში გეგმავს გამომგზავრებას. საჯარო რეესტრის მონაცემები ადასტურებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსებმა ჩვენთან ჩამოსვლა და ბიზნესების რეგისტრაცია მოუხშირეს.
“აი, ფაქტმა დათვალა, რომ ბოლო ოთხ დღეში საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყება სულ 201-მა რუსმა მოისურვა. 1 მარტს იუსტიციის სახლს რეგისტრაციისთვის 43-მა პირმა მიმართა, 2 მარტს 58-მა; 4 მარტს 17:30-მდე კი ბიზნესრეესტრში განაცხადი 100-მა რუსმა შეიტანა.” – წერია განცხადებაში.
აი ფაქტის ინფორმაციით, უმრავლესობას, 184 პირს სურს ინდ. მეწარმედ რეგისტრაცია, 16-ს კომპანიის, ერთს კი ააიპ-ის. რუსებს იურიდიულ პროცედურებში ხშირად ქართველებიც ეხმარებიან. ზოგი კი უძრავი ქონების გამოყენების უფლებასაც აძლევს.