ხარკოვში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იპოვა კიდევ ერთი საიდუმლო საწყობი, რომელშიც ტანკების სათადარიგო ნაწილები ინახებოდა. უწყების ცნობით, ნაწილები განკუთვნილი იყო ოკუპანტებისთვის.
“მიწისქვეშა საცავში იყო 19 სატანკო ძრავა, ასევე ჯავშანტექნიკის სხვა კომპონენტები.
აღმოჩენილი ქონების ჯამური ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარია.
ნაწილები საკმარისია ნახევარი სატანკო ბატალიონის შეკეთებისთვის.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ხარკოველმა 61 წლის მცხოვრებმა უკანონო სამალავი მოაწყო. მან შეთქმულება მოაწყო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ადგილობრივი საწარმოების თანამშრომლებთან, მოიპარა და შეაგროვა 5TDFA მარკის სატანკო ძრავები”,– აცხადებს დაზვერვა.
SBU-ს ცნობით, იგეგმებოდა ამ ნაწილების გადაცემა რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის ხარკოვში მათი შეღწევის შემთხვევაშა, რადგან რუსული T-64 ტანკები კვლავ აღჭურვილია ამ მოდიფიკაციის ძრავებით, უკრაინულ ტანკებზე კი დამონტაჟებულია მნიშვნელოვნად მოდერნიზებული ძრავები გაზრდილი სიმძლავრით და საიმედოობით
აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით,
მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე პირთა სრული სპექტრის დასადგენად.
ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხარკოვის რეგიონში საიდუმლო საწყობი 20 აპრილსაც აღმოაჩინა, რომელშიც 200 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა ინახებოდა.