1 დღით მაინც შემოვიდეს ოპოზიცია – ელისაშვილი ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმაზე

”1 დღით მაინც შემოვიდეს ოპოზიცია ”- ასე პასუხობს პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი  კითხვას, თუ რა აზრი აქვს ამ მემორანდუმს, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 113 ხმა არის საჭირო, პარლამენტში კი ამდენი დეპუტატი არ არის. ამის შესახებ ელისაშვილმა, “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“შემოვიდეს ოპოზიცია, ერთი დღით მაინც შემოვიდეს, როცა ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგება. 113 ხმა არის საჭირო, 17 მანდატი არის უკვე დამატებით საჭირო. ერთი დღით შემოვიდეს და ეს შეიცვლება”, –  განაცხადა ელისაშვილმა.