ერთ თვიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქის ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია.
საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე თბილისიდან ჩასული ახალგაზრდა კაცი 10 აპრილს გაუჩინარდა. მდინარეში შესვლამდე, ადვოკატის ცნობით, მან მესიჯი დატოვა, რომელშიც მთავრობას მიწების გაყიდვაში ადანაშაულებს.