1 ივნისიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც გაიხსნება

1-ლი ივნისიდან გაიხსნება ყველა ტიპის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც, აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა განმარტა ისიც, რომ 1-ელი ივნისიდან გაიხსნება ღია ბაზრობები და ღია რესტორნები.

„რვა ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე გაიხსენება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა. ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპოტი, – განაცხადა გახარიამ.

29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო.

იმავდროულად ყველა ზემოთხსენებულ დაწესებულებაში თუ სატრანსპორტო საშუალებაში სავალდებულო ხდება პირბადის ტარება.