“რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. გარდა ამისა, დავიწყეთ ნაძვის ხე აწყობა, დავასრულებთ აწყობას, მორთვას და 10 დეკემბრისთვის გვინდა, რომ ქალაქი გავანათოთ საახალწლო ილუმინაციებით. 10-შივე იქნება ნაძვის ხის ანთება.
საზოგადოება დასტრესილია, სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა ვირუსმა და გვინდა, რომ გარკვეული განტვირთვა გავუკეთოთ ადამიანებს. არამხოლოდ თბილისელებს, არამედ ჩამოსულ სტუმრებს ვთავაზობთ ძალიან ლამაზ დედაქალაქს, რომელიც იქნება საახალწლოდ მორთული და ასევე, საახალწლო დღეებში განწყობას აგიმაღლებთ ყოველდღიური კონცერტები, საბავშვო ღონისძიებები, საახალწლო სოფელი. სასიამოვნო დღეების გატარებას ვპირდებით.
ყველაფერი ცუდი, რაც იყო, უნდა გავატანოთ წარსულს და ახალი იმედებით, უფრო მეტი პოზიტივით, ენთუზიაზმით, სიყვარულით უნდა შევხვდეთ ახალ 2022 წელს”
თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.