”700-კაციან პლენარულ სხდომათა დარბაზში ცნობილი 10 ევროდეპუტატი იჯდა და ერთმანეთს უზიარებდა საკუთარ შეშფოთებას სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ არიან ეს ადამიანები და ვის ინტერესებს ლობირებენ ისინი მიხეილ სააკაშვილთან ერთად. აქედან გამომდინარე, არავითარი ფასი ბუნებრივია მათ განცხადებებს და ერთმანეთთან გამართულ დებატებს არ აქვს.”
ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.