10 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს 19 ადამიანი ემსხვერპლა, 105 დაშავდა. ინფორმაციას, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, კრიტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა 12 რეგიონსა და დედაქალაქში დაზიანდა.
11 ოქტომბრის დილით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა კიევის, ლვოვის, სუმის, ტერნოპოლისა და ხმელინცკის რამდენიმე რაიონი.
10 ოქტომბრის რუსმა ოკუპანტებმა კიევი, ზაპოროჟიე და სლავიანსკი დაბომბეს.