10 ათასი სტუდენტის მობილიზებას რეგიონიდან თბილისში დღეს, „ქართული ოცნება“ აპირებს. ორგანიზებაში ჩართულია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
„საქართველო გახდა ევროსაბჭოს 53 ქვეყნის თავმჯდომარე 6 თვის ვადით. მოგეხსენებათ, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე ორშაბათს, თბილისში ტარდება ღონისძიება ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს 10 000 სტუდენტი,“ – ეს შეტყობინება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუდენტური თვითმმართველობისგან მიიღეს.
ადგილზე მისულ ჟურნალისტებს სტუდენტები კომენტარს არ აძლევენ და აცხადებენ რომ არაფერი იციან. თუმცა რამდენიმე სტუდენტმა დაადასტურა, რომ მათ დედაქალაქში ჩაყვანასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თვითმართველობა ანაზღაურებს.
როგორც შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, სტუდნეტები რეგიონებიდან მოტყუებით მოჰყავთ. მისი ინფორმაციით, ორგანიზება ხდება ზუგდიდიდანაც.