ჩინეთში, ქალაქ ჰეიუანში 10 წლის ბიჭმა დინოზავრის 11 გაქვავებული კვერცხი იპოვა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.
მესამე კლასელმა ბიჭმა ეზოში თამაშის დროს უცნაური ქვა აღმოაჩინა, რომელსაც შემდეგ კარგად დააკვირდა.
ბიჭმა ივარაუდა, რომ ეს დინოზავრის გაქვავებული კვერცხები იყო, რადგან მესამე კლასის მოსწავლე მეცნიერებით არის გატაცებული და გადაშენებული ქვეწარმავლის ვიზუალური მხარე მუზეუმიდან ახსოვდა.
ამის შემდეგ მოზარდის დედამ პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისულმა ექსპერტებმა სპეციალური სამუსაოების ცატარების შემდეგ კიდევ 10 გაქვავებული კვერცხი აღმოაჩინეს.
მედიის მტკიცებით, კვერცხები 66 მილიონი წლისაა, თუმცა ამ მონაკვეთზე პალეონთოლოგები გათხრებს ჩაატარებენ.