10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა ძალაში რჩება – მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, 3 ადამიანის შეკრების შეზღუდვის მოხნის შემდეგ, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

“როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა – 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.

აქვე განვმარტავთ, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ”, – აცხადებს მთავრობის ადმინიტრაცია.

დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 18 მაისიდან მოიხსნება 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, თუმცა, ეს არ შეეხება ავტომობილებში მყოფი ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას.