ის [ფარცხალაძე] წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა ამ სისტემაში. 9-10 წელია, ზუსტად არ მახსოვს, არ საქმიანობს საჯარო სამსახურში, დღეს ის დაკავებულია კერძო თავისი საქმეებით და ბიზნესებით. შესაბამისად, გავლენებით ხელისუფლების პირობებში ვინც სარგებლობს და ვისაც ყველაზე მეტი გავლენა აქვს ხელისუფლებაზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.
აცხადებს, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით.