სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 10 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. სამართალდამცველები ახალგაზრდა კაცს მეზობელ გოგოსთან გარყვნილ ქმედებას ედევებიან. ბავშვის ოჯახმა მომხდარის შესახებ პოლიციას თავად შეატყობინა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5- დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.