”თუ 100-დან 10 რესტორანი მაინც გაიხსნება ხელახლა, ეს იქნება ტაშის დასაკვრელი, უნდა გაგვიხარდეს. “- ამის შესახებ, გასტრონომთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქოქიაშვილმა ფორმულას ეთერში, გადაცემა “კომენტარში” განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ამ სფეროში მომუშავე ასი ათასობით კადრი სამსახურის გარეშე დარჩა.
“თუ 100-დან 10 რესტორანი მაინც გაიხსნება ხელახლა, ეს იქნება ტაშის დასაკვრელი, უნდა გაგვიხარდეს. ლოქდაუნის შემდეგ რესტორანი რომ გაეხსნათ, საოპერაციო თანხები ისესხეს, მაგალითად, ხომ უნდა ვიყიდოთ პროდუქცია, რომ როდესაც მობრძანდებით, რაღაც საჭმელი გაჭამოთ. საშუალოდ, რესტორანზე 30-35 ათასი ლარია საოპერაციო თანხა. მაგალითად, ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა რესტორატორმა, 30 ათასი ლარი რომ ესესხებინა ბანკისგან, 45 ათასი დოლარის ქონება ჩადო ამისთვის. უკვე ბანკებიც აღარ გვენდობიან.
7 800-ზე მეტი კვების დაწესებულებაა დასაქართველოში. 7 800 რომ გადავამრავლოთ 30-40-ზე, ყველაზე პატარა რესტორანში 30 ადამიანი მაინც მუშაობს, დაახლოებით, 350 000 ადამიანია მთელ საქართველოში, ვინც ხვალიდან სამსახურს კარგავს”, – განაცხადა ლევან ქოქიაშვილმა.