“სკოლებში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, ყოველი მე-3 და მე-4 ბავშვი მწვავე შიმშილს განიცდის, რაც გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობებსა და განვითარებაზე […] ბავშვებო სკოლებში არ უნდა შიმშილობდნენ. სრულიად შესაძლებელია, თბილისის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყოს, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, და თბილისში მცხოვრები 200 000 მოსწავლე სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ჯანსაღ კვებას მიიღებს […]
ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ თბილისში, 200 000 მოსწავლისთვის 100 მილიონ ლარს გამოვყოფთ იმისთვის, რომ სკოლებში უფასო კვება არსებობდეს”.
განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.