100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოკლული ან დაჭრილია – მარკ მილი

100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოკლული ან დაჭრილია – ამის შესახებ, შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯომადრემ, მარ მილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს დანაკარგი დაახლოებით იგივეა.

მარკ მილის თქმით, უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, დაიღუპა 40 000-მდე მშვიდობიანი პირი.

“თქვენ ხედავ 100 000-ზე მეტ მოკლულ და დაჭრილ რუს სამხედროს. სავარაუდოდ, იგივე რაოდენობაა უკრაინის მხარესაც”. – თქვა გენერალმა მარკ მილიმ.