საქართველო პირველ ადგილზეა 100 000 კაცზე კოვიდის გავრცელებითა და სიკვდილიანობით – NYT

New York Times-ის ინფორმაციით, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ბოლო ერთი კვირის პერიოდში, ახალი ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 4 908-ია და 100 000 სულ მოსახლეზე 132 ახალ შემთხვევას შეადგენს. ხოლო დღეში საშუალოდ სიკვდილიანობა არის 46.9, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 1.26-ია.

10 ქვეყანა, რომელშიც ბოლო 7 დღეში ყველაზე მძიმე ეპიდვითარებაა, ასე გამოიყურება:

  1. საქართველო
  2. დომინიკის რესპუბლიკა
  3. კოსოვო
  4. კუბა
  5. მონტენეგრო
  6. ისრაელი
  7. სეიშელის კუნძულები
  8. მალაიზია
  9. მენის კუნძული.
  10. ბოტსვანა