New York Times-ის ინფორმაციით, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ბოლო ერთი კვირის პერიოდში, ახალი ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 4 908-ია და 100 000 სულ მოსახლეზე 132 ახალ შემთხვევას შეადგენს. ხოლო დღეში საშუალოდ სიკვდილიანობა არის 46.9, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 1.26-ია.
10 ქვეყანა, რომელშიც ბოლო 7 დღეში ყველაზე მძიმე ეპიდვითარებაა, ასე გამოიყურება:
- საქართველო
- დომინიკის რესპუბლიკა
- კოსოვო
- კუბა
- მონტენეგრო
- ისრაელი
- სეიშელის კუნძულები
- მალაიზია
- მენის კუნძული.
- ბოტსვანა