“მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2.5 მილიარდის დახარჯვას ვგეგმავთ მთავრობა და კერძო სექტორი ერთად. 1000-ზე მეტი ახალი საწარმოს დაფინანსებას. დარგები გავაფართოვეთ, დაახლოებით 300-ზე მეტი დარგი იქნება დაფინანსებული. მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება ამ ახალი პროგრამების შედეგად. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა ინფრასტრუქტურის მიმართულებით, გზების მშენებლობა, წყალგაყვანილობა. 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი გამართული წყალმომარაგება”
ასეთი დაპირებები გასცა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზესტაფონის მერობის კანდიდატის წარდგენაზე.