10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.41%-ია, 2020-ში 8.33% იყო, 2017-ში – 6.74%

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებზე 10:00 საათისთვის ხმის მისაცემად 259 273 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 7.41%-ია.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის 6.74% იყო, 2020 წელს – 8.33%.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში რეფერენდუმად წოდებული ადგილობრივი არჩევნები ტარდება.